19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა - პრემიერ-მინისტრი 

შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში - „ქართული ოცნება“ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მთავარი თემა ის გამოწვევებია, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები შრომის ბაზარს უქმნის.

„ჩვენი პარტიისთვის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი, რაც არის სათანადოდ ასახული ჩვენს პოლიტიკაში, კანონმდებლობაში. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება გამოცხადდა, როგორც უზენაესი კონსტიტუციური ღირებულება,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთი მთავარი საკითხი საქართველოში უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრაა. კონფერენციის მონაწილეებს დღეს სიტყვით პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.

„უმუშევრობა არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რომელსაც ჩვენი მთავრობა კომპლექსურად განიხილავს,“- განაცხადა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები