03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
სამსახურიდან იძულებით გათავისუფლებული ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრი

ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრის წოდება თეონა ტაველიშვილმა ამერიკაში მიიღო. საგარეჯოში დაბრუნებულმა მუშაობა მუნიციპალიტეტში გააგრძელა, თუმცა ახლა სამსახურიდან გაათავისუფლეს. უმუშევრად დარჩენილი 7 თვის ორსული ისევ ამერიკაში წავიდა და დედაც მხოლოდ სკაიპით ეკონტაქტება.

წლების წინ ფინანსური პრობლემების გამო , თეონას ძმა ამერიკაში სამუშაოდ წავიდა. თეონამ კი მუშაობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაიწყო. მაშინ ინფრასტრუქტურის სამინიტრო სპეციალური პროგრამის ფარგლებში, კონკურსის შედეგად არჩეულ საჯარო მოხელეს ემორის უნივერსიტეტში ერთწლიან მაგისტრატურას უფინანსებდა, თეონამ გაიმარჯვა და ამერიკაში წავიდა.

საქართველოს მთავრობამ მისი სწავლა ემორში 60 ათასი დოლარით დააფინანსა, იმ პირობით რომ ჩამოსული ადგილობრივ თვითმმართველობაში გააგრძელებდა მუშაობას და მიღებულ ცოდნას საკუთარ რეგიონს მოახმარდა.

დაბრუნებული მაგისტრი მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად დაინიშნა, წელს კი 7 თვის ორსულმა დეკრეტული მოითხოვა, ამის მაგივრად, მისი თქმით გათავისუფლების შესახებ განცხადება იძულებით დააწერინეს.

თეონას მეუღლეს კახეთის გუბერნატორთან მეგობრობა აკავშირებდა, თეონა ყვება, რომ კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ირაკლი შიოლაშვილმა მისი მეუღლე დაიბარა და მოსთხოვა თეონას სამსახური დაეტოვებინა.

გამგებელ ყველანაირ ბრალდებას უარყოფს. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად თეონამ განცხადება არ დაწერა, ბოლოს კი მისი სამუშაო კაბინეტიდან ლეპტოპი გაქრა.

შეგახსენებთ, რომ ემორის უნივერსიტეტი ჯორჯიის შტატშია და 1836 წლიდან მსოლფიოს წამყვანი სასწავლებლების ნუსხაშია. ემორის უნივერსიტეტის დიპლომი უმეტეს შემთხვევაში მაღალი თანამდებობის გარანტიაა.

 

დღის ამბები