22 დეკემბერი 2024,   16:40
ვრცლად
შსს-მ გორში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. გ., ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მისსავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს - 1940 წელს დაბადებულ რ.ე.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები," - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები