03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ამერიკაში დაღუპული ქართველი სამხედროები - პირველი ვიდეო კადრები

ნიუ-ჯერსში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია. "კურიერმა" კი შემთხვევის ადგილის ამსახველი პირველი ვიდეო კადრები მოიპოვა.

კადრებში კარგად ჩანს ის საზარელი შეჯახება რომელსაც 2 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მოყინული გზა გახდა. შემთხვევა აშშს დროით ღამის 00:00 საათისთვის მოხდა.  

გარდაცვლილ სამხედროთა შორის ერთ-ერთი სოსო მაკარიძეა. "კურიერი" დღეს მის ოჯახს ესაუბრა. როგორც გარდაცვლილი სამხედროს მამა ალექსანდრე მაკარიძე ამბობს, მას მეუღლესთან ერთად უკვე ყველა საბუთი მზად ჰქონდა ამერიკაში გასამგზავრებლად. მშობლები სოსო მაკარიძისთვის დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე დასასწრებად ემზადებოდნენ. რომელიც მისი შვილისთვის ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას უნდა გადაეცა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ბესო გორჯოლაძე. "კურიერი" დღეს მის ოჯახსაც ესაუბრა.

„უბედურება დაგვატყდა ოჯახს, ნათესავებს და ფაქტიურად მთელს საქართველოს. ბესო იყო ბიჭი, რომლის დაღუპვაც მთელმა საქართველომ განიცადა. თავისი შეგნებული ცხოვრებით,"_ აცხადებს გარდაცვლილი კურსანტის მამა, კახა გორჯოლაძე.

გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია და როგორც ამერიკაში საქართველოს საკონსულოში განმარტავენ, დაღუპულ ქართველ სამხედროებს სამშობლოში უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ. 

დღის ამბები