03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
მთავრობა კრიზისიდან გამოსავალს ეძებს-მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა კი მცირდება

ქვეყანაში სავალუტო და ეკონომიკური კრიზისი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ვითარება განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაუარესდა, როცა ლარის ნიშნულმა 2.20-ს გადააჭარბა. 

ლარის გაუფასურებით პარლაელურად დაიწყო პროდუქტებისა და მედიკამენტების ფასის ზრდის პროცესიც. მოქალაქეები ამბობენ, რომ ცხოვრება მნიშვნელოვანად გაძვირდა. 

მთავრობა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბრობს და "ქამრების შემოჭერას" აანონსებს, თუმცა როდიდან ეს უცნობია. ფინანსთა მინისტრმა კოლეგებს და საბიუჯეტო ორგანიზაციებს უკვე მოუწოდა, რომ არ შეიძინონ ავტომობილები, რბილი ავეჯი, დიდი ოდენობით საწვავი და არ გაარემონტონ შენობები. 

მთავრობაში ამბობენ, რომ სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის გეგმა აქვთ და გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება. 

 

დღის ამბები