19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
დრო არის ეს ხელისუფლება გავისტუმროთ მოუსავლეთში - გრიგოლ ვაშაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები და საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ.

რუსთავის მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა კვლავაც უმუშევრობა და სოციალური სიდუხჭირეა.

როგორც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში 1.5 მილიარდი ლარით შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, დაზოგილი თანხით კი პენსია 400 ლარამდე, მასწავლებლისა ანაზღაურება 1000 ლარამდე, პოლიციელის ხელფასი კი 2000 ლარამდე გაიზრდება.

„ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი დასაქმების კონკრეტულ პროგრამებზეც საუბრობს.

„დრო არის ეს ხელისუფლება გავისტუმროთ მოუსავლეთში, საიდანაც მოვიდნენ და ეროვნული მთავრობა მოვიყვანოთ ხელისუფლებაში, რომელიც მიხედავს საქართველოს და მიხედავს ქართველს იმიტომ, რომ საზღვრები დაუცველი გვაქვს, ეკონომიკა გაჩერებული არის და ქვეყანაში უაღრესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი არის. არჩევანი არის ჩვენზე, ჩვენ ამ არჩევანს ვიგებთ ზუსტად იმიტომ, რომ ქართველი ფიზიკურად გადარჩეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები