03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ნიუ-ჯერსიში გარდაცვლილი ქართველი კურსანტების გადმოსვენების თარიღი დღეს უნდა გაირკვეს

ნიუ-ჯერსიში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო კურსანტების საქართველოში გადმოსვენების თარიღი სავარაუდოდ დღეს გაირკვევა.

როგორც საქართველოს გენერალური კონსული აშშ-ში აცხადებს, მიმდინარეობს საბოლოო ექსპერტიზა, რისი დასრუელბის შემდეგაც იქნება შესაძლებელი გარდაცვლილთა გადმოსვენება. ავტოავარია, რომელსაც სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე ემსხვერპლნენ, ნიუ-ჯერსში შაბათს ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ავტომანქანას, რომელშიც ისინი ისხდნენ, დაღუპულების თანაკურსელი, ამერიკის მოქალაქე მართავდა. ის ამჟამად საავადმყოფოში, უმძიმეს მდგომარეობაშია მოთავსებული. წინასწარი ცნობით, მეგობრებს ერთკვირიანი არდადეგები ქონდათ და დასასვენებლად ქალაქგარეთ გადიოდნენ.

ნიუ-ჯერსიში, სადაც ავარია მოხდა, საქართველოს გენერალური კონსული და სამხედრო ატაშე იყვნენ ჩასული. 

დღის ამბები