22 დეკემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"ჩვენ ვართ უკვე სისტემის მსხვერპლი!" - რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მშობლების აქცია განახლდება 

რუსთაველის გამზირზე დღე შვილმოკლული მშობლების პროტესტი განახლდება. აქცია საღამოს 18:00 საათზე დაიწყება.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ მათი შვილების მკვლელობის საქმეები ისევ გამოუძიებელია და ხელისუფლება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„ჩვენ არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ შვილმოკლული მშობლები. ჩვენ ვართ უკვე სისტემის მსხვერპლი,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე და მაჩალიკაშვილი საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებენ. ისინი რუსთაველზე ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს რომ დანაშაულებები ისევ გამოუძიებელია. აქციაზე ჩამოსვლას გეგმავენ პანკისელებიც.

„აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება ჩემი ყველა ის მოთხოვნა და ზაზა სარალიძის მოთხოვნა. მაშინ იქნება დამაკმაყოფილებელი ის ყველაფერი, როდესაც დაისჯება ბატონი გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი. უნდა ჩატარდეს გამოძიება და უნდა გამოირიცხოს, რომ მე და თემირლანი არ ვართ ამ ტერორიზმში გარეული,“-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები