22 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ხანძარი თბილისში - ცეცხლი ელიავას ბაზრობაზე აკუმლატორების საწყობს და საამქროს გაუჩნდა

ხანძარი თბილისში - ცეცხლი ელიავას ბაზრობაზე აკუმლატორების საწყობს და საამქროს გაუჩნდა. მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საწყობში მუშაობდა, ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

ადგილზე მომუშავეები ფინანსურ ზარალზე საუბრობენ.

სულ ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 30 კვ მეტრი ფართობი. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები