„თქვენ 90-იან და 2000-იან წლებში ეს სახელმწიფო შეინარჩუნეთ“- ასე დაიწყო საკუთარი მიმართვა გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მარნეულში გამართული შეხვედრისას.
საპრეზიდენტო კანდიდატი თანაგუნდელებთან ერთად მარნეულის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მნიშვნელოვან კავშირზე, რომელსაც მარნეულის მოსახლეობა აზერბაიჯანთან უზრუნველყოფს.
„თქვენზე, თქვენს შრომაზე საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად იდგა ეს ქვეყანა და ამის გამო ჩემგან უზარმაზარი მადლობა.
იმ დროს, როცა მარნეულში კრიმინალი თარეშობდა და არც წყალი იყო არც გაზი და თქვენი სიცოცხლეც რისკის ქვეშ იყო, მარნეულის საქართველოს მოქალაქეებმა, იმიტომ რომ ჩვენთვის ნაციონალობა არ არსებობს, საქართველოს სახელმწიფოში რწმენა არ დაგიკარგავთ, არ დაგიკარგავთ რწმენა, რომ ლოზუნგით ძალა ერთობაშია ავაშენოთ საქართველო და თქვენ ეს მიხეილ სააკაშვილთან ერთად გააკეთეთ 2003-დან 2012 წლამდე, თქვენ ხიდი ხართ ჩვენსა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, აზერბაიჯანს შორის და ეს ხიდი გასაფრთხილებელი და კარგად მოსავლელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ რაც შეიძლება ბევრი მარნეულის, საქართველოს მოქალაქე სახელმწიფო სამსახურში“-მიმართა ვაშაძემ მარნეულის მოსახლეობას.
მისი თქმით, შეხვედრებისას მთავარ პრობლემად მარნეულის მოსახლეობა კრიმინალის დაბრუნებას ასახელებს.
„მარნეულში ქვა ქვაზე დადო ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან? როდესმე ეს ხალხი მოსულა გამგეობიდან და უკითხავთ , რა გჭირდებათ რითი დაგეხმაროთ? არ მოვიდა დრო გამოვგლიჯოთ ქართულ ოცნებას სახელმწიფო და დაგიბრუნოთ თქვენ საქართველოს მოქალაქეებს“-ამბობს ვაშაძე.
საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, როგორც კი "ქართული ოცნება" წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ამ პოლიტიკური გუნდის“ხსენება აღარ იქნება“.