19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
აუცილებელია ეს საკითხი საგადახადო სამართლებრივ ჭრილში დარეგულირდეს - თეა წულუკიანი "იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მინისტრის თქმით, „ომეგა ჯგუფმა“ არსებული დავალიანება უნდა დაფაროს.

წულუკიანის თქმით, შანტაჟის ენით საუბარი საგადასახადო დავალიანების დაფარვის ვალდებულებას ვერ მოხსნის.

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც რომელიმე კომპანიას აქვს 50 მილიონი და მეტი ლარის დავალიანება სახელმწიფოსადმი და აღმოჩნდება, რომ ეს კომპანია სხვა საქმიანობასთან ერთად მედია სფეროში საქმიანობს, ეს არ უნდა გახდეს ბერკეტი იმისი, რომ საგადასახადო დავალიანებას დააღწიოს თავი. ამიტომ, პირველ რიგში, დგას სამართლებრივი ურთიერთობები და ვერავითარ შანტაჟის ენაზე საუბარს და მანიპულირებას გამოხატვის უფლებით ვერ ექნებოდა გონივრული საფუძველი. შესაბამისად, აუცილებელია ეს საკითხი საგადახადო სამართლებრივ ჭრილში დარეგულირდეს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტელეკომპანია "იბერიას" თანამშრომლები ხელისუფლებას მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. 

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესზე ზეწოლას იყენებს.

ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია.“ არხის მფლობელების თქმით, 51-მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, ტელევიზია უნდა დათმოს.

დღის ამბები