19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს გამართული უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომა უჩვეულოდ ხანმოკლე აღმოჩნდა 

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს გამართული უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომა - შეხვედრა, რომელსაც პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და შსს მინისტრი ესწრებოდნენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა და უჩვეულოდ ხანმოკლე აღმოჩნდა.

როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, განიხილეს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა.

შეხვედრის შემდეგ განმარტება მხოლოდ უშიშროების საბჭოს მდივანმა გააკეთა.

„ვიმსჯელეთ, უშიშროების საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულება რაც არის. ეს იყო შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის დადგენა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ძალების რაოდენობა რჩება უცვლელი. ვიმსჯელეთ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, განათლების მიმართულებით, რეზერვის სისტემის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა ასევე წარმოადგინა შესყიდვების მხრივ გრძელვადიანი ხედვა და ასევე ვისაუბრეთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე და ეროვნული მეტოქეობის გაზრდის შესაძლებლობებზე. იმედია, ბოლო უშიშროების საბჭოს სხდომაა, იმედია ისეთი არაფერი არ მოხდება, რომელიც იძულებულს გაგვხდის, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა იქნეს მოწვეული,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა. 

დღის ამბები