22 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ივანიშვილმა 80-იან წლებში ბიზნესი დაიწყო უბანში ნარკოტიკების გაყიდვით, დღეს ამ ბიზნესს მსოფლიო ნარკობარონის სტატუსით აგვირგვინებს - ნათელაშვილი

„ხელისუფლება იწყებს ნარკოტიკების წარმოებას, მოყვანას, ექსპორტს და ჩვენი მომავლის მოსპობას. ასეთი საშიშროება არასოდეს ჩვენი ერისა და ხალხის წინაშე არ ყოფილა, არცერთი მტრის შემოსევისა და არცერთი ვაების დროს,“- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მარიხუანის კულტივაციის შესახებ ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე ისაუბრა. 

„ბიძინა ივანიშვილმა 80-იან წლებში თავისი ბიზნესი დაიწყო ერეკლეს მოედანზე, უბანში ნარკოტიკების გაყიდვით და დღეს ამ ბიზნესს ის აგვირგვინებს მსოფლიო ნარკობარონის სტატუსით, რომელმაც გადააჭარბა ესკობარისა და გენერალ ნორიეგას ფორმატს. იწყება ოფიციალური მოყვანა, დამზადება, გაყიდვა, ექსპორტი,  მთელი ამ ბიზნესის მეპატრონე და კურატორი ივანიშვილი და მისი ოჯახია. მათ ჩამოუყვანეს სპეციალისტები საერთაშორისო ორგანიზაციიდან. გამართულია მოლაპარაკება ნარკოკომპანია გოლდმანთან, ამ სქემას უცხოეთიდან კურირებს ცნობილი მილიარდერი ნარკოვაჭარი, მაშკევიჩი,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მთავრობისა და პარლამენტის წევრებს საჯაროდ მიმართა.

„პარლამენტისა დსა მთავრობის ვაი წევრებს ვაფრთხილებ, თუ თქვენ ნარკოტიკების მოყვანა, რეალიზაცია, წარმოებაში გაშვების გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერთ, ვერცერთი ვეღარ იქნებით პოლიტიკაში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები