19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
"რატომ ვერ გიპასუხებთ გულახდილად? შეკითხვა არ იყო ჩემს ყოფილ შეყვარებულზე" - მარგველაშვილი ივანიშვილზე დასმულ შეკითხვას პასუხობს

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე დღესაც აქტუალური თემა იყო ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე შეკითხვა გიორგი მარგველაშვილს "Financial Times"-ის რედაქტორმა დაუსვა. ედვარდ ლუისმა პრეზიდენტს სეკითხვა დაუსვა ივანიშვილის გავლენებზე და აღნიშნა, რომ ეს სეკითხვა შესაძლებელია, პრეზიდენტისთვის სენსიტიური იყოს.

„არ იყო ნახსენები ბიძინა ივანიშვილის სახელი, მაგრამ ვიცი, რომ მას გულისხმობდით. საქართველოს ბევრ მეგობარს აღელვებს, რომ ერთი ადამიანის ხელშია ამ ქვეყანაში საზოგადიებრივი ცხოვრება. ვიცი, რომ ეს შეკითხვა დელიკატური არ არის და რთულია თქვენთვის, გულახდილად უპასუხოთ, მაგრამ თუ შეიძლება, შეეხოთ ამ საკითხს,“- განაცხადა ედვარდ ლუისმა.

ამ კითხვაზე გიორგი მარგველაშვილმა იხუმრა და განაცხადა, რომ ეს არ არის ის საკითხი, რაზეც მას შესაძლოა, ეუხერხულებოდეს საუბარი.

„რატომ არ არის დელიკატური და რატომ ვერ გიპასუხებთ გულახდილად? შეკითხვა არ იყო ჩემს ყოფილ შეყვარებულზე. რაში მდგომარეობა თქვენი კითხვა?“- მიმართა მარგველაშვილმა ჟურნალისტს, რის შემდეგაც ლუისმა პრეზდენტს დამატებით კითხვა დაუსვა.

„რამდენად სერიოზულ პრობლემად მიგაჩნიათ ქვეყნისთვის, რომ ეს ადამიანი დომინირებს?,“- აღნიშნა ლუისმა.

გიორგი მარგველაშვილმა მომავალ გეგმებზეც ილაპარაკა. მან ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც ის „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი პირი გახდა.

„ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ვიყავი დაპირისპირებული ბატონ ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კარგი მიზეზი, რომ ვძულდე. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა ვყოფილიყავი „ქართული ოცნებისთვის“ მტერი, ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია. პოლიტიკოსები მთელ მსოფლიოში ცდილობენ, იპოვონ მიზეზი, რატომ უნდა სძულდეთ ერთმანეთი. ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ კარგი მიზეზი ჰქონდა. ბიძინას არ მოვწონდი და ისინი ამას 5 წელი აკეთებდნენ. დასაწყისში რთული იყო, შემდეგ გამოწვევად იქცა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას კი მომაბეზრებელია, არის თუ არა პრობლემა, ძლიერი ადამიანები პრობლემას არ წარმოადგენენ, საზოგადოებისთვის სუსტები წარმოადგენენ პრობლემას,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები