”ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი თერჯოლაში მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთან პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე, დევნილთა პრობლემების გადაჭრაზე, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარებასა და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე ისაუბრა.
„ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საზოგადოებისთვის შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ და აირჩიოს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც იქნება ხალხთან ერთად და იზრუნებს ხალხის პრობლემის მოგვარებაზე და არ იქნება გამოკეტილი კაბინეტში, როგორც ამას გვთავაზობს "ქართული ოცნება," სწორედ ამიტომ მე მჯერა, რომ საზოგადოება გააკეთებს არჩევანს პრობლემების მოგვარების, უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღის სარგებლოდ,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.