19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა, სოფელ კოდაში შეხვედრა გამართეს

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა,  სოფელ კოდაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარი თემები უმუშევრობა, არასტაბილური წყალმომარაგება, ახალგაზრდობის სოფლიდან  გადინება და სხვა საკითხები იყო.

ადგილობრივები აგრეთვე აპროტესტებდნენ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით და აღნიშნავდნენ, რომ ეს განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და სიდუხჭირეზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ყველაფერი გაძვირებულია, სოფელში მშივრები არიან, საით მიექანება სალომე ვიცით, ერთადერთი გადარჩენა ჩვენი გრიგოლია, სწორედ ის დაგვიხსნის სალომესა და ქართული ოცნებისგან,“-განაცხადა ივანე აღდგომელაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია“ მოსახლეობის წინაშე სიტყვით წარსდგა.  გრიგოლ ვასაძემ ხელისუფლება კიდევე ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა რომ ის სიტყვის თავისუფლებას, ბიზნესს და ტავისუფალ მედიას ატერორებს.

„როდესაც „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი მინისტრები იმით არიან დაკავებული, რომ ატერორებენ ბიზნესს, ატერორებენ სიტყვის თავისუფლებას, თავისუფალ მასმედიას და ტელევიზიებს, აი  ამ დროს ხალხი სოფლებში არიან უწყლოდ, უგზოდ, არიან სამუშაო ადგილების გარეშე, ერთადერთი იმედი აქვთ ის, რომ მოვა ეროვნული ხელისუფლება, პროფესიონალებით, რომელიც გააკეთებს საქმეს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები