ვანო მერაბიშვილი ბადრაგის თანხლებით თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში ღამით დააბრუნეს. საავადმყოფოში ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ორი საათის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული. მიზეზი ამჯერადაც სასუნთქი გზების პრობლემება, თუმცა კონკრეტულად რა სახის სამედიცინო მანიპულაცია თუ კვლევა ჩაუტარდა მას უცნობია. ადვოკატი პასუხს დიაგნოზთან დაკავშირებით სასჯელარსრლების დაწესებულებიდან ამ დრომდე ელოდება. ბოლო პერიოდში ეს მერაბიშვილის ჯანმრთელობის დამძიმების და ჰოსპიტალიზების უკვე მესამე შემთხვევაა.
"მივწერეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს რომ გადმოგვცენ ინფორმაცია თუ რა დიაგნოზი დაისვა წინა გამოკვლევების შედეგად. ამაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია,"-აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.