19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად გოგიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რა გახდა მისი თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია - გოგიას ოპონენტები ნეპოტიზმისა და ტენდერებში მისთვის მისაღები კომპანიების შერჩევის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. მისი გვარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც ფიგურირებდა. ოპოზიციური პარტიები მას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. ყოფილ მერს მის გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებები ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ის ამჟამად პრაღაში, იმყოფება. ლაშა გოგია ზუგდიდის მერად 2017 წლის 22 ოქტომბერს აირჩიეს.

დღის ამბები