17 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 40 წლამდე ასაკის კაცი გადმოვარდა

მორიგი უბედური შემთხვევა მშენებლობაზე - ბათუმში მშენებარე სტადიონიდან 40 წლამდე ასაკის კაცი გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაშავებული კლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. კიდევ ერთი მუშა სტადიონზე ხარაჩოს დემონტაჟისას დაშავდა - ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

დღის ამბები