03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
მსახიობი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა

90 წლის ასაკში მსახიობი რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი 1956 წლიდან კინოსტუდია ქართულ ფილმის მსახიობი და რეჟისორი იყო.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ იგი ჯერ სოხუმის დრამატული თეატრის, ხოლო შემდეგ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობად მუშაობდა.

კობერიძეს შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. როგორც რეჟისორს, მას გადაღებული აქვს ათამდე ფილმი, სამი ფილმისთვის კი სცენარი თავად დაწერა.

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 1924 წლის 17 დეკემბერს დაიბადა.

მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: ”ბაში აჩუკი,” ”მამულქი,” ”ქალის ტვირთი,” “”ხვისი შვილები,” ”დღე უკანასკნელი, დღე პირველი” და ა.შ. კობერიძეს არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მიღებული.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მსახიობს ხუთშაბათს, 12 მარტს დაკრძალავენ. 

დღის ამბები