ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგების შესახებ მონაცემები წარმოადგინა. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თითქმის 22 ათასი ადგილიდან რამდენიმე ათეული ამ დრომდე ვაკანტურია და შესაძლებელია ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა.
ცესკო-ში ამტკიცებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა.
„73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 637 საარჩევნო უბანში არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 21 779 წევრი. 43 ადგილი დარჩა ვაკანტური. აღსანიშნავია, რომ არცერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა,“-აცხადებს ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე.