ქურდული სამყაროს წევრობისათვის 10 დაკავებულის წინასასამართლო პროცესზე ადვოკატები პროკურატურის მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ.
გუშინ სასამართლო სამ ეტაპად ჩატარდა. მომდევნო პროცესი 2 ოქტომბერს გაიმართება.
მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა.
საქმე რამდენიმე ტომისგან შედგება და გარჩევებთან ერთად, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საწევროში გადახდის ეპიზოდსაც მოიცავს.