19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი - გრიგოლ ვაშაძე "იბერიას" საქმეზე ახალი აუდიოჩანაწერის გავრცელებას აფასებს

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია”, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე ახალი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება. 

საქმე ეხება ჩანაწერს, სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცეს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება „კორუმპირებულია“ და მიზანს მეტი მოგების ნახვა წარმოადგენს.

„ეს არის ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, რომლის ერთადერთი მიზანი, მიზეზი და არსებობის საფუძველი არის, რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ საქართველოს გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან, ჩაიდოს თავის ჯიბეში და ჩალაგებული ჩემოდნებით დაელოდონ, როდის მოუწევთ ამ ქვეყნიდან გაქცევა,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

გრიგოლ ვაშაძე საზოგადოებას „იბერიას“ დაცვისკენ მოუწოდებს.

„კურიერმა“ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ.

სანდო წყაროს მიერ „კურიერისთვის“ მიწვდილ აუდიოჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის.

ჩანაწერში ისევ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები