ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 89-ე შეხვედრა დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობების საკითხების ამოღება მოითხოვეს.
სუს-ის განცხადებით, საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.