პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაციაში რუსეთი ანგელა მერკელმაც დაადანაშაულა.
განცხადება გერმანიის კანცლერმა ლიტვის ქალაქ რუკლაში გერმანელ სამხედრობთან შეხვედრის დროს გააკეთა.
მისი თქმით, თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს შემადგენლობაში არ არიან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან, რადგან რუსეთმა ან დაყო მათი ტერიტორიები ან შიდა კონფლიქტები წარმოქმნა.
კონკრეტულ მაგალითებად ანგელა მერკელმა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული ვითარება დაასახელა.
გერმანიის კანცლერმა ვილნიუსში მოლაპარაკებები ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ლიდერებთანაც გამართა.
ანკელა მერკელმა მინსკის შეთანხმების შესრულებამდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება გამორიცხა.