17 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
გზავნილი მსოფლიოს - პარლამენტის წინ, შვილმოკლული მამების აქციაზე, ახალი ბანერი გაჩნდა

გზავნილი მსოფლიოს - რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ახალი ბანერი გაჩნდა. შვილმოკლულ მამებს სურთ, რომ მათი პროტესტის შესახებ ხმა მიაწვდინონ უცხოელ სტუმრებს და ტურისტებს.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მე-6 დღეა, შიმშილობენ. ისინი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

„მოთხოვნა იგივე რჩება - სანამ ეს მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება ქვეყანას, მანამდე ჩვენ სამართალს ვერ მივაღწევთ. პირდაპირ მფარველობენ ჩვენი შვილის მკვლელებს. მკვლელობის ჩამდენი და ხელის დამფარებელი არის იგივე მკვლელი, ყველა უნდა დაისაჯოს,“ - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

რუსთაველის გამზირზე აქციას გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამაც შეუერთდა. ის თბილისში გორიდან ჩამოვიდა.

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

მათი მტკიცებით, პოლიცია დამნაშავეებს მფარველობს და რეალურად არასრულწლოვანი არა ავტოსაგზაო შემთხვევას, არამედ თანატოლების სისხლიან ანგარიშსწორებას შეეწირა.

ამავე თემაზე
დღის ამბები