19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ლევან ყიფიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა, დადგეს - ადვოკატი გიორგი ფანცულაია

ტელეკომპანია იბერიას საქმეზე ორშაბათს თბილისის პროკურატურაში სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს, გამოკითხავენ.

ტელეკომპანია იბერიას ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, არ გამორიცხავს, რომ გამოკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

„ლევან ყიფიანის დაკითხვა უნდა იყოს ამ სისხლის სამართლის საქმისთვის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან და რადგანაც ლევან ყიფიანი არ წარმოადგენდა ამ საქმისთვის დამოუკიდებელ ფიგურას, აქდან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს ზედმეტად დროის გაწელვა და მას არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ დაალაგოს ე.წ. ურთიერთობები მის ზურგს უკან მყოფ ადამიანებთან, რომლის გავლენითაც მოდიოდა ის ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ტელევიზიაზე, ბიზნესთან დაკავშირებით და აწარმოებდა ამ ე.წ. მოლაპარაკებას... არსებობს რეალური სამართლებრივი მოცემულობა იმისა, რომ ამ დაკითხვის შემდგომ დადგეს კონკრეტულად ლევან ყიფიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი," - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ლევან ყიფიანი იბერიას საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა ფარული ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია. ამ ჩანაწერებში, ლევან ყიფიანთან და უჩა მამაცაშვილთან ერთად, ომეგა ჯგუფის პრობლემების მოგვარებაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი და ახლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძეც, იყო ჩართული.

ახალი აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ კი მან რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა.

დღის ამბები