03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
აშშ-ში გარდაცვლილ ქართველ კურსანტებს საქართველოში სამშაბათს ან ხუთშაბათს ჩამოასვენებენ

აშშ-ში გარდაცვლილი ქართველი კურსანტები შესაძლოა თბილისში ხვალ ან ხუთშაბათს ჩამოასვენონ. ამ ინფორმაციას თავად გარდაცვლილების ოჯახის წევრები ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კურსანტები ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. 21 წლის სოსო მაკარიძე ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. ის სასწავლებელს წელს ამთავრებდა და ერთ თვეში სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. ბესო გორჯოლაძე კი 23 წლის იყო. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები