17 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
ეს არის მსოფლიოსთვის გზავნილი, რომელ ხელისუფლებაში და რა რეჟიმის ხელში ვართ - მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ ახალი ბანერის განთავსებაზე

გზავნილი მსოფლიოს - რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ახალი ბანერი გაჩნდა. შვილმოკლულ მამებს სურთ, რომ მათი პროტესტის შესახებ ხმა მიაწვდინონ საერთაშორისო ორგანიზაციებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

ზაზა სარალიძე უცხოელ პარტნიორებს სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდებს.

„გვინდა, მოვუწოდოთ ისევ და ისევ არა მარტო ქართველ ერს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ სოლიდარობა გამოხატოს ჩვენ მიმართ და დაგვიდგნენ გვერდით, რათა ეს მკვლელი ხელისუფლება მოვაშოროთ აქედან, რომლებიც დღესდღეობით, ისევ და ისევ, კბილებით იცავს ჩვენი შვილის მკვლელებს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, უცხოენოვანი ბანერის გაკეთება ტურისტების კითხვების შემდეგ გადაწყვიტეს, რომლებსაც აინტერესებთ, თუ რას აპროტესტებდნენ.

„ეს არის მსოფლიოსთვის გზავნილი, რომელ ხელისუფლებაში და რა რეჟიმის ხელში ვართ,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მე-6 დღეა, შიმშილობენ. ისინი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

რუსთაველის გამზირზე აქციას წუხელ თორნიკე მერებაშვილის მამაც შეუერთდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები