გორის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც გუშინ გორში გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძეს აგინა, ამბობს, რომ შვილმოკლულ მამას საკადრისი პასუხი გასცა.
დავით რაზმაძე ზაზა სარალიძის სპეკულირებაში ადანაშაულებს.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას „არაკაცს და თავზე წასულს“ უწოდებს.
„საკრებულოს თავმჯდომარემ გასცა პასუხი იმ არაკაცს, რომელსაც სარალიძე ჰქვია და იმ ცხონებულ თავის ბიჭს არცხვენს. გავეცი პასუხი და მაგას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ფორმით გავცემდი. რაც თქვა, დავუბრუნე. ეს კაცი არის თავზე წასული. იმ დღეს პოლიციელს აგინა, აფურთხა. დაუსჯელობის სინდრომია. არადა, ყველაფერი გაკეთდა, შეიქმნა კომისია, მიდის გამოძიება. სავარაუდოდ, დაისჯება, ვინც დასასჯელია,“ - განაცხადა დავით რაზმაძემ.