03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ზუგდიდის გამგებლის მოადგილეს თავს დაესხნენ

ზუგდიდის გამგეობაში გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას თავს დაესხა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა ციმინტია და მისი მოადგილე დიტო სოსელია.

მისი მტკიცებით, რამდენიმე მაღალჩინოსნმა მოილაპარაკა, 21 მარტს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული აქციის კონტრაქციის ჩატარების შესახებ, რაზეც ინფორმაცია გავრცელდა და სართანიას თქმით, სწორედ ეს გახდა მასზე თავდასხმის მიზეზი. 

გიზო სართანიამ მოუწოდა გამგებელს და მერს, რომ ნაციონალური მოძრაობისგან გაათავისუფლოს სახელისუფლებო უწყებები.

სატელეფონო საუბრისას მამუკა ციმინტიამ გამგებლის მოადგილეს მისი დედის ვინაობაც შეახსენა, რომელიც, მისი მტკიცებით, რამდენჯერმე შემჩნეულ იქნა ნაციონალურ მოძრაობსთან კავშირში.

 

დღის ამბები