21 დეკემბერი 2024,   22:30
ვრცლად
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ,“ - გრიგოლ ვაშაძე

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია” გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში თელავში ამომრჩეველს ხვდებიან.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ. ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს და ამისათვის, 28 ოქტომბერს, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და ეს გამარჯვება დავიცვათ. ეს საქართველოს წინაშე ჩვენი ვალდებულებაა. ბევრი ეძახის თავის თავს პატრიოტს საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ეს ჩვენი მთავარი სიმდიდრე არ არის, მთავრი სიმდიდრე არის ის, რომ ჩვენ გვყავს საქართველოს მოქალაქე.

ვაშაძე ამბობს, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველას მოლოდინი ჰქონდა რომ ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლა იქნებოდა, თუმცა ამის მაგივრად ქვეყანამ 90-იან წლებში დაბურუნება მიიღო.

ასევე, გრიგოლ ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე ფონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში როგორც კრიმინალია გაზრდილი, ასევე გაზრდილია სიღარიბე და ემიგრანტთა რაოდენობაც.

დღის ამბები