03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ბუტა რობაქიძის პროცესზე ია მეტრეველი ცუდად გახდა

ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა.
დაცვისა და ბრალდების მხარეებმა რობაქიძის დედა ია მეტრეველი დაკითხეს.
პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა.

გურამ დონაძის ერთ-ერთ კითხვას დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც ია მეტრეველი შეუძლოდ გახდა და მოსამართლემ სხდომა დროებით შეწყვიტა.

ბუტა რობაქიძის დედის თქმით, დონაძე პროვოკაციაზე წავიდა და მისი წყობიდან გამოყვანა სცადა.

სასამართლო დარბაზში დღეს ყველა ბრალდებული იმყოფებოდა. მათ შორის ირაკლი ფირცხალავაც, რომლის განცხადებითაც გაიხსნა სხდომა.

მომდევნო პროცესი 15 აპრილს გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები