03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
კანონპროექტი ხმაურზე, რომელიც გადაჭარბების შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს

ახალი კანონპროექტი, რომელიც ხმაურზე დაწესებულ რეგულაციებს ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. 

ის ღამის საათებში საჯარო თავშეყრის ადგილებში ხმაურის დონეს ზღუდავს და ჯარიმებს აწესებს.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართეს კანონპროექტით სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რათა აღიკვეთოს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ გამოწვეული ხმაური. მისივე თქმით, ხმაურმა დილის 7:00 საათიდან ღამის 23:00 საათამდე არ უნდა გადააჭარბოს 40 დეციბელს, ხოლო ღამის 23:00 საათიდან დილის 07:00-მდე 30 დეციბელს.

„ეს არის ევროსტანდარტების შესაბამისად მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტრუქციებს,” - განაცხადა თედო კობახიძემ.

პროექტი თბილისის საკრებულოს მიერ არის შემუშავებული.

დღის ამბები