03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
ქართული ანბანის სამ საფეხურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ასომთავრულ, მხედრულ და ნუსხურ დამწერლობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

სიახლის შესახებ დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის სამოქმედო სტრატეგიის წარდგენის დროს გახდა ცნობილი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქართული დამწერლობა წარადგინონ იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე.

სააგენტო მიმდინარე წელს რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორისაა ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციის პროექტი.

დღის ამბები