03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
3 ოსი ტერორისტის გათავისუფლების სანაცვლოდ დასახელებული მოთხოვნები - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება?

სახალხო დამცველს 3 ოს ტერორისტთან დაკავშირებით რეკომენდაცია მთავრობისთვის უკვე მზად აქვს. უჩა ნანუაშვილი გორის ტერაქტში ბრალდებული ტერორისტების გათავისუფლების მომხრეა, თუმცა ცხინვალის მხრიდან გარკვეული პირობის სანაცვლოდ.

ჯერჯერობით სახალხო დამცველის რეკომენდაციას მთავრობაში არ იცნობენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ გორის ტერაქტში ბრალდებულების გათავისუფლებაზე ჟენევის მოლაპარაკებებზე რამდენჯერმე იყო საუბარი.

ციხიდან ტერორისტების გათავისუფლებაზე პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული საპარლამენტო უმრავლესობაში. ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ნანუაშვილის რეკომენდაცია მთავრობამ კარგად უნდა შეისწავლოს.

2005 წლის 1 თებერვალს გორის სამხარეო პოლიციასთან მომხდარ ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი მძიმედ დაიჭრა. ტერაქტიდან რამდენიმე თვეში სამართალდამცველებმა გია ვალიევი, გია ზასიავი და იოსებ კოჩიევი დააკავეს, მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ტერორისტების ქართველ ტყვეებზე გაცვლას საპარლამენტო ოპოზიცია დაუშვებლად მიიჩნევს.

იმ შემთხვევაში, თუ 6 ქართველი ტყვე ცხინვალიდან გათავისუფლდება, ტერორისტების თავისუფლებაზე თანახმაა თამარ იაკობიძე, რომლის მამაც ტერაქტს ემსხვერპლა. 

დღის ამბები