03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
უსახლკარო მრავალშვილიანი დედა, რომელსაც უპატრონო შენობიდან აგდებენ

ფიქრია კაპანაძე ერთოთახიან ბინაში უნებართვოდ შევიდა, რადგან შვილებთან ერთად ზამთრის გატარება ნახევრად დანგრეულ შენობაში უხდებოდა. კაპანაძეებს კი ახლა ქუჩაში ცხოვრება ელოდებათ, ადგილობრივი მთავრობა დაკავებული ფართობის დაცლას სთხოვს.

სოციალურად დაუცველი ოჯახი ფოთში სასტუმროს ძველ შენობაში ცხოვრობდა. ავარიულ შენობაში ცხოვრება უკვე სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადიოდა, არ ჰქონდათ ელექტრენერგია, წყალი და ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები. კაპანაძეების ოჯახს ასეთ პირობებში 1 წელი მოუხდა ცხოვრება.

ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებმა კაპანაძეების ოჯახს შენობის დასატოვებლად დრო მისცეს, დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კაპანაძეების ოჯახის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა უკვე იციან, რომ ფართობის დაცლა აუცილებლად მოუწევთ.

ფართობი, რომელიც სოციალურად დაუცველმა და დევნილმა ოჯახმა უკანონოდ დაიკავა, სახელმწიფოს საკუთრებაა. 32 კორპუსიდან, რომელიც ფოთში დევნილებისთვის ააშენეს, უმრავლესობა დაკავებულია, კაპანაძეების ოჯახი კი უნებართვოდ ცხოვრობს იმ ბინაში, რომელსაც ჯერ მეპატრონე არ ჰყავს.

დღის ამბები