17 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
წარმომადგენლობითი ხარჯები დასაბუთებისა და მიზნობრიობის გარეშე - აუდიტის სამსახურის დასკვნა საგარეო საქმეთა სამინისტროზე 

დიპლომატიური სამსახურების მხრიდან წარმომადგენლობითი ხარჯების ზუსტი გაწერა არ ხდებოდა -ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი.

უწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ეს პრობლემა და დეტალურად გაწეროს ყველა ხარჯი. 

„ეს წარმოადგენდა კონტროლის მექანიზმის სისუსტეს. გარკვეული დიპლომატიური დაწესებულებების მიერ  გაწეული წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით, როდესაც არ იყო დამატებით წარმოდგენილი  დასაბუთება აღნიშნული ხარჯების გაწევის მიზნობრიობა, კონკრეტული აქტივობა რის გამო იყო გაწეული ესა თუ ის ხარჯი,“- განაცხადა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა.

აუდიტის სამსახურის  დასკვნაში მოხვდა 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაც, რომელიც კორუფციულ რისკებს შეიცავს. კერძოდ, საუბარია 700 ათას ლარიან ხელშეკრულებაზე, რომელიც სახელმწიფო ფონდიდან გამოიყო და სამინისტროს ახალი შენობის საპროექტო სამუშაოებზე დაიხარჯა.

დასკვნაში ფიგურირებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვატო მახარობლიშვილი, რომლის ძმა იმ კომპანიის დამფუძნებელია, ვისაც სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა. კომპანია თანხის გადარიცხვამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები