კრემლის მოწინააღმდეგე აქტივისტი დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლეს - ასეთია გერმანელი მედიკოსების დასკვნა პიოტრ ვერზილოვზე, რომელიც უკვე მეოთხე დღეა, ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
ექიმების განცხადებით, მოწამვლის შედეგად პაციენტს ნერვული სისტემა დაუზიანდა, თუმცა, იმედოვნებენ, რომ მის სრულ გამოჯანმრთელებას შეძლებენ.
პიოტრ ვერზილოვი ქუჩის ხელოვანთა ჯგუფ ვოინას წევრი და PUSSY RIOT-ის პროდიუსერია.
აქტივისტი ხშირად აწყობდა კრემლის საწინააღმდეგო პერფორმანსებს. გასულ კვირას ის უგონო მდგომარეობაში მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოხვდა. რამდენიმედღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კი სპეცრეისით ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს.