22 დეკემბერი 2024,   16:42
ვრცლად
უტიფრობა და მუქარა სასულიერო პირების მიმართ - ანალიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებენ

ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს ღიად დაუპირისპირდა.

"ქართული ოცნების" რჩეული ამბობს, რომ არ მოსწონს ეკლესიის მწვავე პოზიცია რიგ საკითხებზე. ზურაბიშვილი მღვდელმთავრებს პირდაპირ ეუბნება, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში არ დაუშვებს ეკლესია საერო ხელისუფლების საქმეებში ჩაერიოს. "ოცნების" რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი წმინდა სინოდის წევრებს, კონკორდატს ახსენებს და ამბობს, რომ საერო ხელისუფლების საქმეებში ეკლესია არ უნდა ერეოდეს და ეს მათი საქმე არ არის.

"უტიფრობა" - ასე აფასებენ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას ანალიტიკოსები.

"რაც მე ქართულ პოლიტიკაში უტიფრობა მომისმენია მე მგონი ყველაზე დიდი უტიფრობა იყო. ეკლესიას მუდამ ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ამ შემთხვევაში ზურაბიშვილი იმუქრება, იქიდან გამომდინარე რომ მკაცრი და მწვავე შეფასებები ჰქონდა ეკლესიას იგივე მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით ერს ერთი, მაგრამ  უმთავრესი მაინც ალბათ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მისწრაფებებთან მიმართებაში. ის არასოდეს არის გულწრფელი, თორემ მას ასეთივე მწვავე რეაქცია უნდა ჰქონოდა 2012 წელს, როცა მთელი სამღვდელოება ქუჩაში იდგა სწორედ იმ ძალის მხარდასაჭერად რომელიც მართავს ქვეყანას.

"ეს არის გუნდური გადაწყვეტილება, ალბათ "ქართულ ოცნებას" დიდად არ სიამოვნებს სამღვდელოების პოზიცია, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდ ამის ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იმ ჩაგდებულ ბიზნეს გეგმასთან დაკავშირებით, რომელსაც კანაფის კულტივაციის საკითხი ჰქვია"-ამბობს გოჩა მირცხულავა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები