19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
საქართველოს ეკლესიის უფლებაა, არამარტო ამ საკითხებზე ილაპარაკონ, არამედ ვალდებულებაა - გრიგოლ ვაშაძე

ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები, სადაც ეკლესიას ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩარევის გამო აკრიტიკებს, ოპოზიციისთვის მიუღებელია.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიის ვალდებულებაა ისაუბროს იმ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

„ეკლესია და საზოგადოების ყველა შემადგენელი ნაწილი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, რელიგიური დენომინაციები და განსაკუთრებით საქართველოს მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული შემეცნების ერთ-ერთი ქვაკუთხედია,  არამარტო მათი უფლებაა ამ საკითხებზე ილაპარაკონ, არამედ  ეს მათი ვალდებულებაა, იმიტომ რომ დღეს ე.წ. „ქართული ოცნებისა“ და ე.წ. სახეების, მმართველობის შედეგად საქართველოს მოქალაქე ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ფიზიკური განადგურების პირზეა,“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

დღის ამბები