19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
უსაფრთხოების რეფორმა ბოლომდე მისაყვანია ეს აჩვენა მუხთარლის საქმემ - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადება, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა.

ჰეიდი ჰაუტალა საქმეში კონკრეტულ დარღვევებს ხედავს და გამოძიების ობიექტურად ჩატარების იმედი აქვს. ევროპარლამენტარმა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვესაუბრეთ ქართველ კოლეგებს. პირველ რიგში უსაფრთხოების რეფორმაზე, რომელიც ბოლომდე მისაყვანია. ეს აჩვენა აფგან მუხთარლის საქმემაც, რომელიც გამოძიების პროცესშია ევროპარლამენტარები ყურადღებით აკვირდებიან ამ საქმის მიმდინარეობას.

საბოლოო შედეგი მნიშვნელოვანია, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ასევე ვისაუბრეთ საპარლამენტო საქმიანობაზე.

ვფიქრობ, რომ მთავრობის ჩართულობა საჭიროა პარლამენტის საქმიანობაში, პრემიერ- მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში რეგულარულად უნდა დადიოდეს,“-ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჰეიდი ჰაუტალა.

დღის ამბები