19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ქუთაისის საოლქო კომისია პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძროაბისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა დატოვეს

ქუთაისის საოლქო კომისია პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძროაბისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა დატოვეს. ბოკიოტის მიზეზი, მათი განმარტებით კომისიაში "ქართული ოცნების" ნათესავებისა და ახლობლების დანიშვნაა. განცხადება ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა გააკეთა. ლაშა შალამბერიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ეს პირები წინა არჩევნებზეც მუშაობდნენ საოლქო კომისიაში, თუმცა არასათანადო მუშაობის გამო შენიშვნები და გაფრთხილებები აქვთ მიღებული. ოპოზიცია დარმწუნებულია, რომ ამ ფონზე კომისია მხოლოდ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მიიღებს პოლიტიკური გადაწყვეტილებებს.


დღის ამბები