ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ უწყებათაშორისი კომისიისგან სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია სახელმწიფო ხალხისთვის მხარდამჭერთა სიაში მამუკა ბახტაძის ხელმოწერის არსებობა, "ნაციონალური მოძრაობის" სტილით ახსნა და პარტია გაყალბებაში დაადანაშაულა. რეაგირებას ხელისუფლება თეა წულუკიანის კომისიისგან ელოდება.
„ის ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე.... ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას, კანონიდან გამომდინარე,“- ამბობს კობახიძე.