03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
ნიუ-ჯერსიში ამერიკაში გარდაცვლილ ქართველ კურსანტებს პატივს მიაგებენ

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, 10 მარტს ნიუ ჯერსიში გარდაცვლილი აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკამდემიის ორი ქართველი მსმენელის - რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კურსანტები ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. 21 წლის სოსო მაკარიძე სასწავლებელს წელს ამთავრებდა და ერთ თვეში სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. ბესო გორჯოლაძე კი 23 წლის იყო. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

დღის ამბები