19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
"მომნათლეს კანაფის დედოფლად " - სალომე ზურაბიშვილმა კანაფის კულტივაციის შესახებ პოზიცია შეცვალა

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთ საკითხზე შეცვალა და განცხადება გადააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატი რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ამომრჩეველთან პირადად გასწევდა, დღეს განაცხადა, რომ მის კომენტარს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია, პრეზიდენტობის კანდიდატი პატრიარქის პოზიციას  დაეთანხმა, რომელმაც მღვდელმთავრებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება ურჩია.

„ეს არის ყველაზე რთული, აგრესიული და არაჯანსაღი კამპანია, თუნდაც, წაიკითხავდით, ალბათ, პატრიარქის გუშინდელ სიტყვებს, რომელიც ამ მიუღებელ სიტუაციას ეხმაურება. როდესაც ვთქვი, რომ მე საინფორმაციო კამპანიის სათავეში ჩავდგები, რომელიც არის საშინელი დაავადება, რომელიც უნდა იყოს მიტანილი სკოლიდან ბოლომდე ახალგაზრდებთან, რომ ამით ახალ პერსპექტივას კი არ შოულობენ, თავიანთ ცხოვრებაში ყველა პერსპექტივას კარგავენ, ამისი მიმტანი ვიქნები მე. ჩავდგები ამ საინფორმაციო კამპანიაში. ზოგიერთმა მედიამ და ზოგიერთებმა კი ცუდად არ გაიგეს, მაგრამ ამიტომ მომნათლეს კანაფის დედოფლად. მე ძალიან მიხარია, რომ ამ დროს, როდესაც მუშავდება ეს კანონმდებლობა, ის ნაწილი, რომელიც ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო, ჯერჯერობით გადადებულია,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები