17 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
დღეიდან ღამის ავტობუსის საპილოტე პროექტი იწყება

ღამის ავტობუსის საპილოტე პროექტი იწყება. დღეიდან  ტრანსპორტი მგზავრებს,  ყოველ პარასკევსა და შაბათს ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე მოემსახურება.

ავტობუსი ყოველ ერთ საათში, მეტრო ახმეტელიდან სხვადასხვა ლოკაციის გავლით ვარკეთილის მეტრომდე იმოძრავებს.

ავტობუსს სპეციალური წარწერა ექნება და ის უკანა გზასაც იგივე მარშრუტით გაივლის. მგზავრობის ღირებულება კი 50 თეთრი იქნება.

სიახლე პროექტ "" ღამის ეკონომიკის"" ფარგლებში ხორციელდება.

დღის ამბები