ნინო ბურჯანაძეს პუტინის მიერ მხარდაჭერილი ევრაზიულ ქალთა ფორუმი წელსაც არ გამოუტოვებია.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. ბურჯანაძე ქალთა საერთაშორისო ფორუმს უკვე მეორედ ესწრება.
ღონისძიება, რომელსაც 110 ქვეყნიდან 2000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ვლადიმერ პუტინმა გახსნა. რუსული მედიის ცნობით, ფორუმში მონაწილეობას იღებს ჯგუფი ოკუპირებული აფხაზეთიდანაც.