17 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
რელიგიის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისია უმოქმედოა - რელიგიური უმცირესობების დაცვის შესახებ EMC ანგარიშს აქვეყნებს

რელიგიური უმცირესობების დაცვის შესახებ "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ანგარიშს აქვეყნებს. 67 გვერდიანი დოკუმენტი სხვა თემებსაც მოიცავს, თუმცა უმცირესობების ნაწილში მკვლევარები წერენ, რომ ეს საკითხი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

მათი ინფორმაციით, ისევ პრობლემად რჩება რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. ასევე ხარვეზია კანონში, რომელიც საპატრიარქოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას არ არეგულირებს.

სამოქალაქო სექტორი უმოქმედოს უწოდებს რელიგიის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიას.

დღის ამბები