03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ორი ხმაურიანი აქცია მერიასთან - ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამსახურია მობილიზებული

დილიდან ხმაურია თბილისის მერიასთან. დავით ნარმანიას უწყებასთან, ერთმანეთის პარალელურად, ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მუნიციპალიტეტთან იმყოფებიან იპოთეკარები. ისინი მერიის შენობაში შესვლას და დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციაზე დაცვის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა აუცილებელი. 

იპოთეკარები თბილისის მერიისგან გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. 

დედაქალაქის მთავრობასთან კიდევ ერთ საპროტესტო აქციას მიზანდარის სახელობის სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეთა მშობლები მართავენ. ისინი დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ და მერიისგან განმარტებებსელოდებიან. 

როგორც მუსიკალური სკოლის მოსწავლეების მშობლები და მასწავლებლები აცხადებენ, მანანა ბუაძე, მერიის ინიციატივით, გასულ კვირას გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მიზანდარის სახელობის სკოლის დირექტორი უკანონოდ გაათავისუფლეს. 

 

დღის ამბები